ნიუტონის თავისუფალი სკოლა 2013 წელს დაარსდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის. 2014 წლის ოქტომბრიდან, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის პროგრამა.
სკოლის მისიაა მოსწავლეების შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი მომზადება წარმატებული მომავლისთვის.
სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.
სავალდებულო ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, გაძლიერებულ სასწავლო პროგრამას გაივლიან.
ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შექმნილია სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. სკოლა აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების მოსაზრებებსა და სურვილებს, იმისათვის რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო თავგადასავლად ვაქციოთ.
წარმატება ამ სკოლაში იწყება!