🟠 "არქე", როგორც პირველსაწყისი და სუბსტრატი, არის განვითარების სივრცე, რომელიც ეხმარება ადამიანებს აპოვნინოს მოვლენათა საზრისი, საერთო საფუძველი და მხოლოდ ძლიერ ფუნდამენტზე დაყრდნობით მისცეს პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარების გზამკვლევი.
ჩვენი ღირებულებები დაფუძნებულია განვითარების შემდეგ კონცეფციაზე:
🔵 გაცნობიერება - იმისთვის, რომ განვითარდე არსებობს ორი გზა:
I. იმოქმედო გარეგნულად და მთელი ცხოვრება მიუძღვნა სხვის ნაკარნახებ წესებსა და მეთოდებს.
II. ჩაიხედო საკუთარ თავში, გააცნობიერო ვინ ხარ და იპოვო შენი საზრისი.
ჩვენ ამ გზას ვირჩვეთ!
🟡 მიმღებლობა - იმისთვის, რომ შეასრულო ადამიანის მთავარი მისია - გამთლიანება, მაშინ უნდა მიიღო შენში არსებული წინააღმდეგობა. მიმღებლობით კი დგები უპირობო სიყვარულის ანუ ღმერთის გზაზე.
ჩვენ ამ გზას ვირჩევთ!
🟣 თავისუფლება - იმისთვის, რომ შენში თავისუფლება დაიბადოს, ჯერ პროექციებისგან უნდა დაცარიელდე, შემსუბუქდე და გასცდე საზღვრებს, რომ დაადგე შინაგანი ჰარმონიისა და თავისუფლების გზას.
ჩვენ ამ გზას ვირჩევთ!
🟠 გახსოვდეს, შენი შემოქმედი შენში ანათებს.