2021 წლის 26 მარტს საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით არაკომერციული ორგანიზაცია - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა.
ორგანიზაციის დამფუძნებლები და მხარდამჭერები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“.
გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს საქართველოსა და/ან ყაზახეთში მოქმედი ნებისმიერი ქართული ან უცხოური ბიზნეს კომპანია და კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვინც ნაწილობრივ ან სრულად აწარმოებს ბიზნესს ამ ქვეყნებში ან უძღვება კულტურულ ღონისძიებებს.
March 26, 2021, Kazakh-Georgian Economic Union was established under the joint initiative of the Kazakhstan Embassy in Georgia and Kazakh-Georgian businesses.
the founders supporters of the organization are business companies and corporations operating with Kazakh Capital share on the Georgian market: „Silk Road Group“, „Halyk Bank Georgia“, „Capitol Group“, „Rompetrol“, „Batumi Oil Terminal“, „Air Astana“ and „GK Logistics“.
The mission of the union is to reinforce economic growth and the establishment of a healthy, competitive business environment in Georgia and Kazakhstan by enhancing trade, economic and cultural relations between the two countries.
A member of the Kazakh-Georgian Economic Union can be any organization, private or public legal entity, an individual and a non-governmental organization, Georgian or foreign company, or any entrepreneurial person, that partially or fully participates in business and cultural activities in Georgia and/or Kazakhstan.