1950 წელს ბილ როზენბერგმა გახსნა დანკინ' დონატსის პირველი რესტორანი მასაჩუსეტსის შტატში. მან აღმოაჩინა, რომ მომხმარებლებს უყვარდათ დონატების ყავასთან ერთად მირთმევა და შექმნა ცხელი სასმელების ხაზი. ეს კომბინაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ რესტორნებმა მალე ბევრი ლოიალური მომხმარებელი შეიძინეს.
ბილ როზენბერგმა გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა უმაღლესი ხარისხის ყავა
2015 წელს დანკინ დონატსი აღნიშნავს თავის 65 წლის იუბილეს და უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შეთავაზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. თითოეული ინგრედიენტი ირჩევა დიდი ყურადღებითა და გადის მრავალ შემოწმებას. დანკინის სენდვიჩების ასორტიმენტი თავს ამაყად იწონებს დონატების გვერდით
"ჩვენ სიამაყით ვუმასპინძლდებით დღეში 5 მილიონ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით"