ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზანი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელების გზით.
აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან.
აკადემიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ფინანსები, ბიუჯეტირება, ბუღალტერია, საგადასახადო ადმინისტრირება, აუდიტი, მენეჯმენტი, უცხო ენები და პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვა პროექტები.