კომპანია “შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.
კომპანია დაარსდა 1998 წელს.
კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა ძალიან მალე რეგიონალური მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა.
პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, “შარმ ტრეიდინგი” გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში.
დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M, Colgate და სხვა.
მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა კოლექტივმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
„შარმ ტრეიდინგ“-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000; ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.
Industry
Transportation, Logistics, Supply Chain and Storage, Food Wholesalers, Wholesale Sector, Food, beverages and tobacco (wholesale), General traders, department and retail stores, Retail & Traders, Retail trade, Oils, edible, Food, Agriculture & Food
HQ Location
ქსნის ქუჩა 36
თბილისი, GE