Gepha - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში, ბაზარზე ოპერირებს ორი ყველასთვის კარგად ნაცნობი სააფთიაქო ქსელით: PHARMADEPOT და GPC.
ფარმაცევტული სფეროს გარდა Gepha მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter’s.
Gepha ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ კაპიტალად საკუთარ გუნდს მოიაზრებს. ჯანსაღი გარემო, ღია და მეგობრული გუნდი, სწავლისა და განვითარების საშუალება, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ სივრცეს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.