სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.
სპარკის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს როგორც - „სტარტაპები“ ახალი ინოვაციური იდეებით, ასევე განვითარების პერსპექტივის მქონე არსებული ბიზნესები.
ჩვენი მიზანია დასაქმების ხელშეწყობა , დამწყები ბიზნესებისათვის შესაძლებლობების გაზრდა, ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელების ხელშეწყობით ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება.