ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „ლიდერფუდი“ დაფუძნდა 2009 წელს. დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ხორცპროდუქტების მომწოდებელს საქართველოში.ლიდერფუდს ბაზარზე წარმოდგენილი აქვს 100-მდე დასახელების პროდუქტი
რომელიც მზადდება ქართული და გერმანული უმაღლესი ხარისხის ხორცისგან.
ხორცპროდუქტების გადამუშავება ხორციელდება ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და გამოიყენება მხოლოდ ვერიფიცირებული ევროპელი მომწოდებლების მიერ მოწოდებული ნედლეული, რომელიც შემოწმებას გადის მსოფლიო სტანდარტების დაცვით.
კომპანია აღჭურვილია უახლესი ავტოპარკით (მხოლოდ 2016 წლის სადისტრიბუციო ავტომობილებით) - რომელიც ხორცპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
2017 წლის შემოდგომიდან კომპანია პროდუქციას აწარმოებს განახლებულ თანამედროვე საწარმოში, რომელიც საქართველოში ხორცპროდუქტების წარმოების სფეროში მისი მასშტაბებითა და წარმოების შესაძლებლობებით არის უმსხვილესი.