ფრანგული ბრენდი - Renault დაარსდა 1894 წელს ქალაქ ლიონში. დაარსების დღიდან Renault Trucks მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების მთავარი უპირატესობაა: გამძლეობა, ეკონომიურობა და მაღალი ხარისხი.
დღეს კომპანია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მოწინავე ადგილს იკავებს სატვირთო, თუ კომერციული ავტოტრანსპორტის წარმოების მიმართულებით.