ტელეკომპანია პირველი საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე მზარდი ქართული არხია. TV პირველი ამაყობს იმით, რომ სრულიად ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს.
TV პირველი პირველად ეთერში 2015 წლის 2 მარტს გავიდა, როგორც სპორტული არხი TVS. თუმცა არხმა მალევე საერთო მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა და სრულად განაახლა თავისი სატელევიზიო ბადე. არხმა თამამად გაუღო კარი პოპულარულ და მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტებს და ტელეწამყვანებს, როგორებიც არიან ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე, გიორგი ისაკაძე და მისი გუნდი.
პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემების გარდა არხზე გადის გასართობი და შემეცნებითი გადაცემები, როგორებიცაა "პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად" და "სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად".