Strategic Communications Training Center | Tbilisi, Georgia
სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენინგ ცენტრი, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებების პროფესიონალებისგან შეიქმნა, მიზნად ისახავს, ყველა დაინტერესებულს საშუალება მისცეს, გაიძლიეროს ცოდნა და უნარ-ჩვევები ისეთ ახალ საინფორმაციო დისციპლინაში, როგორიცაა "სტრატეგიული კომუნიკაციები" (Strategic Communications). ცენტრის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგ-კურსისა თუ პროექტის წარმატების გარანტი ტრენერებისა და მოწვეული სტუმრების პროფესიონალიზმი, მდიდარი პროფესიული გამოცდილება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული განათლება, კოუნიკაციის უნარ-ჩვევები და სწავლების ტექნიკაა. ყველა კურსზე გათვალისწინებულია შესაბამისი კრიზისის კომუნიკაციის სიმულაციები, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკაში განახორციელონ შეძენელი ცოდნა და შეაფასონ თავიანთი გაძლიერებული შესაძლებლობები. სიმულაციის პროცესში ტრენერები მსმენელებს, თავსატეხებით ("Injects") მუდმივად მოამარაგენ. მაგალითისთვის, კრიზისის კომუნიკაცია - პოლიტიკური კამპანიის, საწარმოო კრიზისის, ბუნებრივი კატასტროფისა და სხვა სიტუაციებში.