მიზნები და ფუნქციები:
- სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი;
ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია;
- ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა და განვითარება;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება- სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათი ვებგვერდების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მომსახურების მიმღები დაწესებულებების ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;