Pulsar AI Georgia 2016 წელს დააარსდა. კომპანიამ ქართულ ბაზარს ინოვაციური სერვისი შესთავაზა და სულ მალე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი გახდა. თუ მესენჯერში ჩეტბოტთან ქართულ ენაზე გილაპარაკიათ, ესე იგი, პულსარის პროდუქტთანაც გქონიათ შეხება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ქართული ენის ხმოვანი დამუშავება: ტექსტის ხმად და ხმის ტექსტად გარდაქმნა. პროდუქციის ჩამონათვალში შედის, ჩატბოტი, ხმოვანი ასისტენტი, დისტანციური ვერიფიკაცია და სხვ.