საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ცენტრალური ბანკია.
ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციებია - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება.