2011 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა საკუთარი ტრენინგ ცენტრი, სადაც უკვე 7 წელია, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის ტრენინგ-კურსები ტარდება.
ცენტრის მიზანი მათი პროფესიული გადამზადება, კველიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. მოკლევადიანი, ეფექტური სასწავლო პროგრამების მეშვეობით, ტრენინგის მონაწილეთათვის იხსნება განვითარების ახალი შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები შრომის ბაზარზე.
სწავლების უნივერსალური მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ კერძო პირებს და ასევე, კომპეტენტური დახმარება გავუწიოთ კორპორატიულ კლიენტებს.