კონტეინერი - ახალი ფორმატის აუთლეტ-ჰიპერმარკეტი, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს კონცეპტუალურ სივრცეში აერთიანებს.
ჰიპერმარკეტი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, რაც გულისხმობს არამარტო დიდ სავაჭრო ფართს, არამედ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. სივრცეში გაერთიანებულია 10,000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მათ შორის - ავეჯი, სათამაშოები, სპორტულ ინვენტარი, დეკორაციები, ეზოსა და ბაღებისთვის საჭირო ინვენტარი და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.