მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ნდობის ხიდი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე გადის. სწორედ ხარისხი არის ის ფაქტორი, რომელმაც 2005 წელს შპს „არტტექს“-ის შექმნა განაპირობა და ბაზარზე მისი ადგილი განსაზღვრა.
კომპანიის პირველივე პროექტები რევოლუციური გახლდათ მაშინდელი საქართველოსთვის- მთაწმინდის პარკის მშენებლობა ესპანელი მაკონტროლებლების ქვეშ „არტტექს“-ის პირველი ნაბიჯები იყო დიდ მშენებლობაში, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მოყვა: გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის გამგეობები, ვერის ქუჩასა და კონიაკის დასახლებაში მდებარე პარკები, ევროინტეგრაციის სამინისტრო და საქართველოს მთავრობის კანცელარია, კონტროლის პალატა და ბევრი სხვა მასშტაბური სხვადასხვა ტიპის პროექტი, რომელმაც „არტტექს“-ის დღევანდელი სახე განაპირობა.
2019 წელს კომპანიამ რებრენდინგის შედეგად ახალი შემადგენლობით გააგრძელა ფუნქციონირება. სწორედ წარსულის გამოცდილებამ და საქმისადმი ხარისხიანმა და ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა ნდობა კომპანიის მიმართ და ჩვენ შევეხეთ ისეთ რთულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს, როგორიცაა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია რომის ქ. N4-ში და ორბელიანის ქ. N19/23-ში.
2005 წლიდან განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა „არტტექსი“ , როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.